вторник, 2 апреля 2013 г.

IV დღე

რეფლექსია

დასრულდა კიდევ ერთი ნაყოფიერი დღე. რა ვისწავლეთ? საიდან დავიწყო არ ვიცი. მეგონა ვიცოდი, თითოსდა მჯეროდა, რომ მას ვიყენებდი, მაგრამ თურმე ბევრი რამ არ  მცოდნია. ამ სასწავლო კურსმა დამანახა, რა მნიშვნელოვანია არა მარტო მასწავლებლებისათვის, არამედ მოსწავლეებისთვისაც პროექტებით სწავლება... რამდენად სახალისო იქნება ბავშვებისათვის... დავამთავრეთ ეს დღეც და ძალიან ბევრი იდეა მიტრიალებს თავში...

воскресенье, 31 марта 2013 г.

III დღე

რეფლექსია

კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე გავიდა. დღე დაიწყო ჩვენი რესურსების პრეზენტაციების გაცვლით სხვა ჯგუფებთან, გავითვალისწინეთ შენიშვნები და მოვხდინეთ ნამუშევრების კორექტირება. თემატურ გეგმაში შევიტანეთ საჭირო ცვლილებები, გამოვკვეთეთ ის ძირითადი პრობლემები, რაც ხელს უშლის პროექტებით სწვლებას. დავგეგმეთ პროექტის ჩარჩო, თავი მოსწავლეებად წარმოიდგინეთ და შევქმენით პროექტის შესაბამისი პუბლიკაცია, ბლოგი, ჟურნალი, განვსაზღვრეთ მათი შეფასების კრიტერიუმები და გავიაზრეთ როგორ ავსახოთ ეს შეფასებები პროექტის მსვლელობაში.
საკმაოდ რთულია ყველა ნიუანსი გაითვალისწინოს მასწავლებელმა, მაგრამ ჩვენ გვაქვს უამრავი შამბლონი  ჩეკლისტების, რუბრიკების, სქემების, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ და შევქმნათ მისი მსგავსი რესურსი.

суббота, 30 марта 2013 г.

მოდული II
რეფლექსია

დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. გავიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც პროექტებით სწავლებასთანაა დაკავშირებული. ჩამოვაყალიბეთ პროექტის იდეა, სტანდარტებიდან გამომდინარე დავსახეთ ამოცანები, წარმოვადგინეთ თუ ეს ამოცანები 21-ე საუკუნის რა უნარებს განუვითარებს მოსწავლეებს. განვსაზღვრეთ საგნობრივი სტანდარტები და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები თემატური გეგმის სრულყოფილად ჩამოყალიბებისთვის. მოვახდინეთ შეფასების სტრატეგიების განხილვა, წარმოვადგინეთ პროექტის შეფასების გეგმა, შევადგინეთ დროის ხაზი, თუ რა ტიპის აქტივობები დაგვჭირდება  შესაფასებლად. მოვახდინეთ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება, საავტორო უფლებების დაცვით როგორ გამოვიყენოთ ვებ-საიტებზე არსებული ინფორმაცია, კომუნიკაციისათვის თუ რომელი ვებ-რესურსები გამოვიყენოთ. განვიხილეთ თუ როგორ მოვახდინოთ თემის მონახაზის პრეზენტაციის შექმნა.

пятница, 29 марта 2013 г.

ინტელის ძირითადი კურსი

მოდული I
რეფლექსია

დღეს გავეცანით ინტელის სასწავლო სერიის ძირითადი კურსს, რომელიც  მოიცავს პროექტების სწავლებას. პროექტებით სწავლება კი ორიენტირებულია მოსწავლეებზე. პროექტებით სწავლება კი შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ცხოვრებისეულ კონტექტს, მოსწავლეებს განუვითაროს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
გავეცანით ელექტრონული სახელმძღვანელოს მუშაობის პრინციპებს, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ იგი. გავეცანით კურიკულუმს, ასევე განვსაზღვეთ ის ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა პროექტის განსახორციელებლად.
ყოველივე ამან დამაფიქრა ჩემს როლზე ამ სასწავლო კურსის განხორციელებისას -როგორც ტრენერის, ისე მასწავლებლის: როგორ ვითანამშრომლო კოლეგებთან-ტრენერებთან, ასევე მსმენელებსა თუ ჩემი სკოლის მასწავლებლებთან, როგორ შევიმუშაოთ პროექტები ისტ-ს სასწავლო პროცესში ჩართვასა და გამოყენებასთან დაკავშირებით და  როგორ შევიმუშაოთ გაკვეთილები.