მოდული I
რეფლექსია
რეფლექსია
დღეს გავეცანით ინტელის სასწავლო სერიის ძირითადი კურსს, რომელიც მოიცავს პროექტების სწავლებას. პროექტებით სწავლება კი ორიენტირებულია მოსწავლეებზე. პროექტებით სწავლება კი შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ცხოვრებისეულ კონტექტს, მოსწავლეებს განუვითაროს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
გავეცანით ელექტრონული სახელმძღვანელოს მუშაობის პრინციპებს, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ იგი. გავეცანით კურიკულუმს, ასევე განვსაზღვეთ ის ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა პროექტის განსახორციელებლად.
ყოველივე ამან დამაფიქრა ჩემს როლზე ამ სასწავლო კურსის განხორციელებისას -როგორც ტრენერის, ისე მასწავლებლის: როგორ ვითანამშრომლო კოლეგებთან-ტრენერებთან, ასევე მსმენელებსა თუ ჩემი სკოლის მასწავლებლებთან, როგორ შევიმუშაოთ პროექტები ისტ-ს სასწავლო პროცესში ჩართვასა და გამოყენებასთან დაკავშირებით და როგორ შევიმუშაოთ გაკვეთილები.
Комментариев нет:
Отправить комментарий