III დღე
რეფლექსია
რეფლექსია
კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე გავიდა. დღე დაიწყო ჩვენი რესურსების პრეზენტაციების გაცვლით სხვა ჯგუფებთან, გავითვალისწინეთ შენიშვნები და მოვხდინეთ ნამუშევრების კორექტირება. თემატურ გეგმაში შევიტანეთ საჭირო ცვლილებები, გამოვკვეთეთ ის ძირითადი პრობლემები, რაც ხელს უშლის პროექტებით სწვლებას. დავგეგმეთ პროექტის ჩარჩო, თავი მოსწავლეებად წარმოიდგინეთ და შევქმენით პროექტის შესაბამისი პუბლიკაცია, ბლოგი, ჟურნალი, განვსაზღვრეთ მათი შეფასების კრიტერიუმები და გავიაზრეთ როგორ ავსახოთ ეს შეფასებები პროექტის მსვლელობაში.
საკმაოდ რთულია ყველა ნიუანსი გაითვალისწინოს მასწავლებელმა, მაგრამ ჩვენ გვაქვს უამრავი შამბლონი ჩეკლისტების, რუბრიკების, სქემების, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ და შევქმნათ მისი მსგავსი რესურსი.
Комментариев нет:
Отправить комментарий